Мой сайт
 საიტების კატალოგი
მთავარი » საიტების კატალოგი (28)

სპორტი [28]

                                                ვრცელდება ინფორმაცია,რომ ჰოლანდიელი ფორვარდი ვან ნისტელროი ითამაშებს 15 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე.

სწორედ ამ დღეს ითამაშებს "რეალი" "ციურიხის" წინააღმდეგ და ფორვარდს აქვს შანსი გამოიჩინოს თავი.

ხოლო პრიმერადივიზიონის მატჩში "ესპანიოლის" წინააღმდეგ რუუდი არ იქნება შეყვანილი განაცხადში.ვან ნისტელროის არ უთამაშია ოფიციალურ მატჩებში 306 დღის განმავლოვაში.მან ტრავმა "იუვენტუსთან" მატჩში მიიღო.

შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 382 | დაამატა: giorgi | თარიღი: 07.09.2009

                                                        პორტუგალიის ნაკრები შეიძლება ვერ მოხვდეს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,რომელსაც სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს.

"ასეთია ფეხბურთი.ჩვენ კარგად ჩავატარეთ მთელი მატჩი,შევქმენით ბევრი მომენტი მეტოქის კართან,მაგრამ მათი რეალიზება ვერ მოვახერხეთ.ჩვენ ცუდ განწყობაზე ვართ,რადგან ვიცით,რომ ბევრის გაკეთება შეგვიძლია."


"2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა მხოლოდ ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული,მაგრამ ბევრს ვიმუშავებთ,რათა მივაღწიოთ ამ მიზანს"–განაცხადა კრისტიანო რონალდომ.

შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 355 | დაამატა: giorgi | თარიღი: 07.09.2009

                                                      დანიელ პარეხო, რომელიც ხეტაფეში გადავიდა ჟურნალისტებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ სამეფო კლუბი ამ წელს გაიბრწყინებს და ჩემპიონთა ლიგის თასი სწორედ მადრიდში დაიმკვირდრებს ადგილს.

,,მე დროებით წავედი რეალიდან, იმიტომ, რომ ,,ბლანკოსში” მსოფლიოს ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. მე სათამაშო პრაქტიკა მჭირდება იმისთვის, რომ მივიღო უფრო მეტი გამოცდილება, ჩემი მიზანია რეალში დაბრუნება ოღონდ სრულყოფილი ფეხბურთელის სახით”.

,,თეთრებს მთელი წლის მანძილზე ვუგულშემატკვირებ, მე ამ კლუბის აღზრდილი ვარ და დიდ პატივს ვცემ მათ. ამჟამად ხეტაფეში ვარ და სწორედ ეხლანდელ კლუბზე ვფიქრობ, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ ჩემპიონობის შანსი არ გვაქვს, სწორედ ამიტომ მინდა, რომ ლა ლიგის თასს დაეუფლოს რეალი”.

,,ჩემი აზრით წელს სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს. მათ ჰყავთ ისეთი შემადგენლობა, რომ ეს შეძლონ. მე მაქვს ურთიერთობა რამდენიმე ფეხბურთელთან და ვიცი მათი ამბები. ლიგის თასს მადრიდში ბერნაბეუზე ჩაიტანენ, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თასი დედაქალაქში დარჩება, მე მათ დიდ წარმატებებს ვუსურვებ” - განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 408 | დაამატა: giorgi | თარიღი: 07.09.2009

               ფლორენტინო პერესის მორიგი სამიზნე არის სტივენ დეფური,რომელიც "სტანდარტის" ღირსებას იცავს.

დეფური დაიბადა 1988 წლის 15 აპრილს.არის მაღალი,ძლიერი ნახევარმცველი.კარიერა დაიწყო "მეხელენში".2003 წელს გახდა "გენკის" ფეხბურთელიიქ გაატარა სამი სეზონი და გაიტანა 30 გოლი.შემდეგ გადავიდა ლიეჟის "სტანდარტში".ახლანდელ კლუბში ითამაშა 116 მატჩი და გაიტანა 11 გოლი.2006 წლიდან ბელგიის ნაკრებში თამაშობს და 20 შეხვედრაში ერთხელ შეძლო გოლის გატანა.იანვარში შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები პერესმა ბელგიურ მხარესთან ფეხბურთელის ტრანსფერზე.

შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 343 | დაამატა: giorgi | თარიღი: 07.09.2009

                                  საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპი წარმატებულად დაასრულა.ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფში 1 ადგილი დაიკავა. საერთო ჯამში აგვისტოს თვეში ქართველებმა 4 შეხვედრა გამართეს, ოთხივე საკუთარ მოედანზე - სპორტის სასახლეში. ამ ოთხი დაპირისპირებიდან ქართველებმა ოთხივეში სძლიეს მეტოქეს და დამსახურებულადაც დაიკავეს ქვეჯგუფში 1 ადგილი. 

A დივიზიონში გადასასვლელად საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მეტოქის - ბელარუსის დამარცხება მოუწევს. მართალია შვედეთს კიდევ აქვს ლუქსემბურგთან გასამართი 1 მატჩი, მაგრამ ეს დაპირისპირება ჯგუფზე გავლენას ვერ მოახდენს.თუკი ქართველებმა ბელარუსიც დაამარცხეს, მაშინ ისინი A დივიზიონში გადავლენ, რაც ქართული კალათბურთისათვის დიდი მიღწევაა. 

ახლა კი გთავაზობთ ქართველთა მიერ გამართული თამაშების შედეგებს: 

საქართველო 115:73 ლუქსემბურგი 

საქართველო 98:73 ირლანდია 

საქართველო 91:50 სლოვაკეთი 

საქართველო 82:72 შვედეთი 

ჯგუფი ''ცე'' - სატურნირო მდგომარეობა: 

1. საქართველო 7/1 15 
2. შვედეთი 6/1 13 
3. სლოვაკეთი 3/4 10 
4. ირლანდია 2/5 9 
5. ლუქსემბურგი 0/7 7

შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 424 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

           საქართველო 0:2 იტალია
შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 638 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

                      თურქეთი 4:2 ესტონეთი
შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 603 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 432 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

რუსეთი 3:0 ლიხტენშტეინი
შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 610 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

შაბათი, 28.06.2025, 10:51
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სპორტი [28]
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 68
საიტის მეგობრები
//www.clubbing-paata.ucoz.net/
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2025
Make a free website with uCoz