Мой сайт
 საიტების კატალოგი
მთავარი » საიტების კატალოგი » სპორტი » შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები

საიტების კატეგორიაში: 28
ნაჩვენებია საიტი: 1-20
გვერდები: 1 2 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · გადასვლები
                                                ვრცელდება ინფორმაცია,რომ ჰოლანდიელი ფორვარდი ვან ნისტელროი ითამაშებს 15 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე.

სწორედ ამ დღეს ითამაშებს "რეალი" "ციურიხის" წინააღმდეგ და ფორვარდს აქვს შანსი გამოიჩინოს თავი.

ხოლო პრიმერადივიზიონის მატჩში "ესპანიოლის" წინააღმდეგ რუუდი არ იქნება შეყვანილი განაცხადში.ვან ნისტელროის არ უთამაშია ოფიციალურ მატჩებში 306 დღის განმავლოვაში.მან ტრავმა "იუვენტუსთან" მატჩში მიიღო.

შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 382 | დაამატა: giorgi | თარიღი: 07.09.2009

                                                        პორტუგალიის ნაკრები შეიძლება ვერ მოხვდეს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,რომელსაც სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს.

"ასეთია ფეხბურთი.ჩვენ კარგად ჩავატარეთ მთელი მატჩი,შევქმენით ბევრი მომენტი მეტოქის კართან,მაგრამ მათი რეალიზება ვერ მოვახერხეთ.ჩვენ ცუდ განწყობაზე ვართ,რადგან ვიცით,რომ ბევრის გაკეთება შეგვიძლია."


"2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა მხოლოდ ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული,მაგრამ ბევრს ვიმუშავებთ,რათა მივაღწიოთ ამ მიზანს"–განაცხადა კრისტიანო რონალდომ.

შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 355 | დაამატა: giorgi | თარიღი: 07.09.2009

                                                      დანიელ პარეხო, რომელიც ხეტაფეში გადავიდა ჟურნალისტებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ სამეფო კლუბი ამ წელს გაიბრწყინებს და ჩემპიონთა ლიგის თასი სწორედ მადრიდში დაიმკვირდრებს ადგილს.

,,მე დროებით წავედი რეალიდან, იმიტომ, რომ ,,ბლანკოსში” მსოფლიოს ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. მე სათამაშო პრაქტიკა მჭირდება იმისთვის, რომ მივიღო უფრო მეტი გამოცდილება, ჩემი მიზანია რეალში დაბრუნება ოღონდ სრულყოფილი ფეხბურთელის სახით”.

,,თეთრებს მთელი წლის მანძილზე ვუგულშემატკვირებ, მე ამ კლუბის აღზრდილი ვარ და დიდ პატივს ვცემ მათ. ამჟამად ხეტაფეში ვარ და სწორედ ეხლანდელ კლუბზე ვფიქრობ, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ ჩემპიონობის შანსი არ გვაქვს, სწორედ ამიტომ მინდა, რომ ლა ლიგის თასს დაეუფლოს რეალი”.

,,ჩემი აზრით წელს სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს. მათ ჰყავთ ისეთი შემადგენლობა, რომ ეს შეძლონ. მე მაქვს ურთიერთობა რამდენიმე ფეხბურთელთან და ვიცი მათი ამბები. ლიგის თასს მადრიდში ბერნაბეუზე ჩაიტანენ, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თასი დედაქალაქში დარჩება, მე მათ დიდ წარმატებებს ვუსურვებ” - განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 408 | დაამატა: giorgi | თარიღი: 07.09.2009

               ფლორენტინო პერესის მორიგი სამიზნე არის სტივენ დეფური,რომელიც "სტანდარტის" ღირსებას იცავს.

დეფური დაიბადა 1988 წლის 15 აპრილს.არის მაღალი,ძლიერი ნახევარმცველი.კარიერა დაიწყო "მეხელენში".2003 წელს გახდა "გენკის" ფეხბურთელიიქ გაატარა სამი სეზონი და გაიტანა 30 გოლი.შემდეგ გადავიდა ლიეჟის "სტანდარტში".ახლანდელ კლუბში ითამაშა 116 მატჩი და გაიტანა 11 გოლი.2006 წლიდან ბელგიის ნაკრებში თამაშობს და 20 შეხვედრაში ერთხელ შეძლო გოლის გატანა.იანვარში შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები პერესმა ბელგიურ მხარესთან ფეხბურთელის ტრანსფერზე.

შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 343 | დაამატა: giorgi | თარიღი: 07.09.2009

                                  საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპი წარმატებულად დაასრულა.ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფში 1 ადგილი დაიკავა. საერთო ჯამში აგვისტოს თვეში ქართველებმა 4 შეხვედრა გამართეს, ოთხივე საკუთარ მოედანზე - სპორტის სასახლეში. ამ ოთხი დაპირისპირებიდან ქართველებმა ოთხივეში სძლიეს მეტოქეს და დამსახურებულადაც დაიკავეს ქვეჯგუფში 1 ადგილი. 

A დივიზიონში გადასასვლელად საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მეტოქის - ბელარუსის დამარცხება მოუწევს. მართალია შვედეთს კიდევ აქვს ლუქსემბურგთან გასამართი 1 მატჩი, მაგრამ ეს დაპირისპირება ჯგუფზე გავლენას ვერ მოახდენს.თუკი ქართველებმა ბელარუსიც დაამარცხეს, მაშინ ისინი A დივიზიონში გადავლენ, რაც ქართული კალათბურთისათვის დიდი მიღწევაა. 

ახლა კი გთავაზობთ ქართველთა მიერ გამართული თამაშების შედეგებს: 

საქართველო 115:73 ლუქსემბურგი 

საქართველო 98:73 ირლანდია 

საქართველო 91:50 სლოვაკეთი 

საქართველო 82:72 შვედეთი 

ჯგუფი ''ცე'' - სატურნირო მდგომარეობა: 

1. საქართველო 7/1 15 
2. შვედეთი 6/1 13 
3. სლოვაკეთი 3/4 10 
4. ირლანდია 2/5 9 
5. ლუქსემბურგი 0/7 7

შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 424 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

           საქართველო 0:2 იტალია
შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 638 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

                      თურქეთი 4:2 ესტონეთი
შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 603 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 432 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

რუსეთი 3:0 ლიხტენშტეინი
შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 611 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

სლოვაკეთი 2:2 ჩეხეთი
შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 584 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

                                                            პოლონეთი 1:1 ჩრდ ირლანდია
შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 566 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

შვეიცარია 2:0 საბერძნეთი      ნახეთ ამ თამაში გათანილი გოლები
შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 521 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

                                                                                                  დანია 1:1 პორტუგალია ნახეთ ამ თამაში გათანილი გოლები
შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 370 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 582 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

                           იტალიური მილანის ახლად შენაძენმა ფორვარდმა განაცხადა, რომ მას ძალიან სურს გაუტანოს გოლი მადრიდის რეალს.

როგორც ვიცით მადრიდის რეალი და მილანი ერთ ჯგუფში არიან ჩემპიონთა ლიგაზე და ეს შეხვედრა იქნება მეტად დაძაბული რადგან, ამ კლუბებმა ერთმანეთისგან შეიძინეს ფეხბურთელები და ეს ორი ფეხბურთელი იქნება მთელი მატჩის დროს ყურადღების ცენტრში ეს ფეხბურთელები ბრაზილიელი კაკა და ჰოლანდიელი ჰუნტელაარი არიან.მე ვიცი რომ ეს მატჩი გაიმართება ოქტომბერში,ჩვენ ვითამაშებთ რეალის წინააღმდეგ და მე ძალიან ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობ თავს თუ რეალს გავუტან გოლს და მილანი გაიმარჯვებს ორივე მატჩში.ბოლო ექვს თვეში მე მყავდა სამი მწვრთნელი და სამი პრეზიდენტი.ნახევარ წელიწადში მე გავიტანე რვა გოლი და ვიყავი გუნდის ბომბარდირი იმ პერიოდში.ბლანკოსის ხელმძღვანელობამ ჩემში გადაიხადა 27 მილიონი ევრო, მაგრამ სულ რაღაც ექვს თვეში გამიშვეს გუნდიდან. ჩემმა ახლანდელმა მწვრთნელმა მითხრა, რომ მას არ ავუყვანივარ მე იმისათვის, რომ სათადარიგოთა სკამზე ვმჯდარიყავი და მე მჯერა მისი.

შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 265 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

                                                        სერხიო რამოსი მომავალი კვირისთვის უნდა გამოჯანმრთელდეს.ესპანელი მცველი გუნდს 27 ივლისს შეუერთდა და უცებ მიიღო მარცხენა ფეხზე ტრავმა.ფეხბურთელი ბოლომდე ვერ ვარჯიშობდა.ახლა კი მდგომარეობა შეიცვალა და გამოჯანმრთელებამდე ძალიან ცოტა რჩება.ექიმებს დაგეგმილი აქვთ ფიზიკური სახის ვარჯიშები ჩაუტარონ რამოსს.როცა ფეხბურთელები დაბრუნდებიან ნაკრებებიდან,სერხიო ბურთთან ერთად ვარჯიშსაც დაიწყებს.

რამოსმა გამოტოვა ჩრდილო ამერიკული ტურნე,ამხანაგური მატჩები და სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრა.ამის გამო ის ძალიან ნერვიულობს,მაგრამ ის მალე გამოვა მოედანზე და სადებიუტო მატჩს ჩაატარებს წლევანდელ სეზონში.სერხიოს ჩაუტარდება ორმაგი ვარჯიშები.კვირას ის დაისვენებს,ხოლო ორშაბათიდან განაგრძობს ვარჯიშს.

მიუხედავად კარგი ინფორმაციისა,ექიმებს არ შეუძლიათ ზუსტი თარიღის დადგენა,თუ როდის დაბრუნდება სერხიო.ამ დღეებში ექიმები დააკვირდებიან როგორ წარიმართება გამოჯანმრთელების პროცესი.სამშაბათს რამოსს ჩაუტარდება კიდევ ერთი სამედიცინო შემოწმება,რის შემდეგაც ექიმები დაასახელებენ ესპანელი მცველის დაბრუნების ზუსტ თარიღს.ერთი რამ ცხადია,რამოსი გამოტოვებს "ესპანიოლთან" მატჩს 12 სექტემბერს.პელეგრინი იმედოვნებს,რომ რამოსი დაუბრუნდება ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩისთვის.

შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 265 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

         მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" დაინტერესებული არიან "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველით რიო ფერდინანდით.

ფერდინანდი სერიოზულად ჩაფიქრდა საკუთარ მომავალზე.რიოს სურს მიბაძოს კრისტიანო რონალდოს და გადავიდეს ესპანეთის ჩემპიონატში.

"მანჩესტერის" ხელმძღვანელობამ იცის,რომ ფეხბურთელი 30 წლისაა და ხშირად ტრავმირებულია."წითელი ეშმაკებისთვის" ეს კარგი ინფორმაციაა.მათ ეძლევათ შანსი გაყიდონ ინგლისელი მცველი კარგ ფასად.

ფერდინანდი ესპანური კლუბების დაინტერესებას მიესალმა.მას იზიდავს პრიმერა დივიზიონში თამაშის პერსპექტივა.

შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 253 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

   როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურები. თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, რომ დღეს ქართველები ეთამაშებიან იტალიელებს. კარგი იქნებოდა ამ თამაშზე დაგვეწერა , მაგრამ ეს სხვა დროს იყოს. ეხლა კი მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ესპანეთისა და ბელგიის დაპირისპირებაზე. თუ დღეს ესპანეთმა აიღო სამი ქულა, მაშინ იგი ავტომატურად გადის შესარჩევი ჯგუფიდან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ესპანეთის მწვრთნელმა დელ ბოსკემ საკუთარ რიგებში უხმო მადრიდის რეალის შემდეგ ფეხბურთელებს: კასილასი, ალონსო, ალბიოლი და არბელოა. 


კიდევ ერთი მადრიდისტი, სერხიო რამოსი გადის აღდგენით კურს, შეგახსენებთ, რომ მას ტრავმა აწუხებს და შესაბამისად იგი გამოტოვებს ამ შეხვედრას. დელ ბოსკეს შეტევის ხაზს წარმოადგენს ტორესისა და ვილას დუეტი. აღსანიშნავია , რომ ეროვნული ნაკრების რიგებში დაბრუნდნენ მარკოს სენა და სესკ ფაბრეგასი, რომლებსაც ტრავმები აწუხებდათ. 

ნახევარდაცვის ხაზზე სავარაუდოდ განლაგდებიან სენა, ხავი და ალონსო, რომლებსაც დაეხმარება დავიდ სილვა. ბელგიელები ჯგუფში მეოთხე ადგილზე არიან და ათი ქულით ჩამორჩებიან ლიდერს. ისინი ალბათ უფრო სასწაულის მოლოდინში არიან. 

ესპანეთს ბელგიელების წინააღმდეგ 1986 წლის შემდეგ არ წაუგია. 1986 წელს ბელგიამ ესპანეთი თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიით დაამარცხა. ეს ორი გუნდი ერთმანეთს პირველად 1920 წელს შეხვდნენ და ამის შემდეგ 21 შეხვედრა გამართეს.. საიდანაც 10–ჯერ ესპანელებმა იმარჯვეს, 5–ჯერ ბელგიელებმა და 6–ჯერ თამაში ფრედ დამთავრდა. ესპანეთმა ბელგიას ამ ხნის განმავლობაში 39–ჯერ გაუტანა გოლი, ხოლო საკუთარ კარში კი მხოლოდ 22 გოლი მიიღო.

შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 276 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

     სათაურის გამო ვიცი ბევრ თქვენგანს გაეცინება , მაგრამ ეგ არაფერი. იმედია მიხვდებით, თუ რატომ აქვს ამ სტატიას ასეთი სათაური უბრალოდ მინდა შევეხო სამხრეთ ამერიკის კონტინენტის (და არა მარტო ამ კონტინენტის) ორი უძლიერესი გუნდის შეხვედრას. 


დღეს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურის ეგიდით ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბრაზილიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები. იმ შემთხვევაში თუ დიეგო მარადონას შეგირდები მოახერხებენ საჭირო სამი ქულის აღებას, მაშინ მათ არ მოუწევთ ზედმეტად თავის ატკივება, მაგრამ წაგების შემთხვევაში მათდამი ზეწოლა გაძლიერდება 9 სექტემბრის მატჩის წინ, რომელსაც ისინი პარაგვაის წინააღმდეგ გამართავენ. სრულიად საპირისპირო სიტუაციაა დუნგას შეგირდებში, ისინი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან და მათი ბედი პრაქტიკულად გარკვეულიცაა. მათ ისე არ ესაჭიროებათ დღევანდელი სამი ქულა, როგორც არგენტინელებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ალბათ არავინ ელის, რომ ისინი აგდებულად ითამაშებენ საუკუნოვანი მეტოქის წინააღმდეგ.

შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები | გადასვლები: 264 | დაამატა: giorgi | თარიღი: 06.09.2009

1-20 21-28
შაბათი, 28.06.2025, 14:34
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სპორტის სახეობები [0] სპორტი საზღვარგარეთ [0]
ცნობილი სპორტსმენბი [0] სპორტული კლუბები და სექციები [0]
სპორტული ტოტალიზატორი [0] შეჯიბრებები,ჩემპიონატები,ტურნირები [28]
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 68
საიტის მეგობრები
//www.clubbing-paata.ucoz.net/
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2025
Make a free website with uCoz