სანაკრებო ბატალიების დასრულების შემდეგ "რეალი" ყურადღებას ისევ ლა ლიგაზე გაამახვილებს.მადრიდელებს მოუწევთ 7 მატჩის ჩატარება 24 დღის განმავლობაში.მანუელ პელეგრინის შეგირდებს ისღა დარჩენიათ მოემზადონ რთული კალენდარისთვის.
მადრიდელ ფეხბურთელებს მეტად რთულ გრაფიკში მოუწევთ მუშაობა.კვირა–ოთხშაბათი,ოთხშაბათი–კვირა.ასეთი განრიგით თამაში რა თქმა უნდა ძალიან რთულია.
"ესპანიოლი",პირველი მეტოქე
პირველი შეხვედრა პელეგრინის შეგირდებს ელით "ესპანიოლთან" 12 სექტემბერს ახალ სტადიონ "ელ პრატზე".მაურისიო პოტეჩინოს ფეხბურთელებმა სეზონი "სან მამესზე" წაგებით დაიწყეს.ისინი ვალდებულნი არიან გაიმარჯვონ "რეალთან" დაღუპული დანელ ხარკეს პატივსაცემად.
"ციურიხი" და "ხერესი",შემდეგი მეტოქეები
"ციურიხთან" მატჩი გაიმართება ჩემპიონთა ლიგაზე.ეს სადებიუტო მატჩი იქნება პელეგრინისთვის ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" მწვრთნელის რანგში.პრიმერას დებიუტანტი "ხერესი" პირველად ესტუმრება "სანტიაგო ბერნაბეუს"."რეალს" არ ექნება არანაირი პრობლემა მათ წინააღმდეგ.მაყურებელი მე–12 ფეხბურთელის როლს შეასრულებს.
პელეგრინი–ისევ "ვილიარეალი"
23 სექტემბერს მადრიდელთა მეტოქე "ვილიარეალი" იქნება.მათ ერნესტო ვალვერდე წვრთნით.ეს მატჩი იქნება მანუელ პელეგრინის დაბრუნება იმ გუნდის სტადიონზე,სადაც მან 5 დაუვიწყარი სეზონი გაატარა.ამ მატჩში ვიხილავთ კაკა–ბენზემა–რონალდოს ტრიოს.
შემდეგი მეტოქე–"ტენერიფე"
მადრიდელთა მომდევნო მეტოქე "ტენერიფეა","სამეფო კლუბის" ძველი მტერი.მათ "რეალს" მოუგეს 1992/93 წლების სეზონში.ახლა უფრო მეტი პოტენციალი აქვს ამ გუნდს,ვიდრე ძველად.მათ გაუჭირდებათ "რეალის" დამარცხება.მათთვის ერთი ქულა სამი ქულის ტოლფასი იქნება.
"მარსელი" და "სევილია"
ამ მატჩებით მთავრდება რთული კალენდარი.პირველი მატჩი "რეალს" აქვს "მარსელთან".ასევე აღსანიშნავია,ორი ყოფილი "სამეფო კლუბის" ფეხბურთელის მორიენტესისა და ჰაინცეს დაბრუნება "სანტიაგო ბერნაბეუზე".ფრანგებს საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავთ და დიდი პოტენციალიც გააჩნიათ.
ასევე ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება ალვარო ნეგრედო.მადრიდელებმა გასულ სეზონში დაამარცხეს "სევილია" "სანჩეს პისხუანზე" ანგარიშით 2:4.რაულმა ამ მატჩში სამი გოლის გატანა მოახერხა.ჩვენი პოზიცია ასეთია:7 მატჩში–6 მოგება და 1 ფრე.გამოხატეთ თქვენი აზრი.
საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს მოუწევთ დიდი ბრძოლების გადატანა,რათა მოხვდნენ სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე,ხოლო ჰოლანდიის ნაკრებმა უკვე გაინაღდა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.
პორტუგალიის ნაკრებს ექნება სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლები ჩასატარებელი შაბათსა და ოთხშაბათს.პირველად ისინი შეხვდებიან ჯგუფის ლიდერ დანიის ნაკრებს,ოთხი დღის შემდეგ კი ისინი გაემგზავრებიან უნგრეთში.უნგრეთის ნაკრებმა სიურპრიზი შემოგვთავაზა ჯგუფურ ეტაპზე.
რაიმონ დომენეკის შეგირდებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ.ისინი პირველად დაუპირისპირდებიან რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს "სტად დე ფრანსზე".მათ აუცილებლად სჭირდებათ მოგება,რათა მიუახლოვდნენ პირველ ადგილს.სერბეთთან მატჩი გადამწყვეტი იქნება საფრანგეთის ნაკრებისთვის.
ბოლოს კი ჰოლანდიის ნაკრებზე ვისაუბროთ.მათ საკმაოდ ადვილად მოიპოვეს სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.ჯერ-ჯერობით,"ტიტები" ითვლებიან ერთადერთ ნაკრებად,რომლებმაც წარმატებით გადალახეს ჯგუფური ეტაპი.ისინი შეხვდებიან ამხანაგურ მატჩში იაპონიის ნაკრებს,ხოლო ოთხშაბათს მათი მეტოქე შოტლანდიის ნაკრები იქნება.მატჩი გლაზგოში,"ჰემპდენ პარკზე" გაიმართება.
ბერტ ვან მაარვიკის შეგირდები ადვილად გაუსწორდნენ ამხანაგურ მატჩში იაპონიის ეროვნულ ნაკრებს.საბოლოო ანგარიში 3:0 დაფიქსირდა.
რობინ ვან პერსის და ყოფილი "რეალის" ფეხბურთელების სნეიდერისა და ჰუნტელაარის გოლების წყალობით ჰოლანდიელებმა გაანადგურეს მეტოქე."ტიტები" ოთხშაბათს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში შეხვდებიან შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს.
ჰოლანდიელთა გამარჯვება გააუფერულა უესლი სნეიდერის მძიმე ტრავმამ.ეს ყველაფერი მატჩის ბოლო წუთებზე მოხდა."გაისმა რაღაც ხმა და უესლიმ მითხრა,რომ კუნთი იყო გაწყვეტილი.ეს ძალიან მტკივნეულია.ექიმები იკვლევენ მას საავადმყოფოში"–განაცხადა ბერტ ვან მაარვიკმა,რომელიც დამწუხრებული იყო სნეიდერის ტრავმით.
ექიმები დეტალურად გამოიკვლევენ ფეხბურთელის ტრავმას და დაასახელებენ ზუსტ თარიღს,როცა სნეიდერი შეძლებს მოედანზე გასვლას.
ასევე გეტყვით,რომ ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო "რეალის" ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა.მან ტრავმირებული სნეიდერი შეცვალა მატჩის 79–ე წუთზე.
პორტუგალიის ნაკრებმა დაკარგა ორი მნიშვნელოვანი ქულა კოპენჰაგენში,შვედეთის ნაკრებმა კი გაიმარჯვა ბუდაპეშტში უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ.
კარლუშ კეირუშის გუნდს აუცილებლად სჭირდებოდა სამი ქულა,მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.
როგორც დანიელთა მწვრთნელი მარტინ ოლსენი გეგმავდა,რომ პირველი წუთებიდან ბურთი დაეჭირათ მის შეგირდებს,ხოლო შემდეგ დაეთმოთ სივრცეები პორტუგალიელთათვის.დანიის ნაკრებში ერთადერთი ფორვარდი ნიკლას ბენდტნერი იყო.
პირველი 15 წუთის შემდეგ პორტუგალია ფლობდა ბურთს.პეპე და რაულ მეირელეში ამარაგებდნენ პასებით ბოსინგვას.დირიჟორების როლში დეკო,სიმაო და კრისტიანო რონალდო მოგვევლინენ.
რონალდოს თამაში
12–ე წუთზე დეკომ გაუკეთა გადაცემა კრისტიანო რონალდოს,რომლის დარტყმულიც ანდერსენმა ადვილად აიღო.
რონალდოსა და სიმაოს მიერ განხორციელებულ დარტყმებს ადვილად ეუფლებოდა დანიელთა გოლკიპერი.
რამდენიმე წუთში ბენდტნერს გააქვს გოლი პორტუგალიელთა კარში.მეკარემ ვერაფერი მოახერხა.
დანიელები გოლის შემდეგ ცოტათი მოდუნდნენ.კეირუშს ისევ იმედი ჰქონდა რონალდოს,სიმაოსა და ლიედსონის,მაგრამ პორტუგალიელები სუსტად გამოიყურებდნენ.
დანია თავისუფლად გრძნობდა თავს და რომედალს შეეძლო მეორე გოლის გატანა,მაგრამ ედუარდომ მოასწრო და თითებით შეეხო ბურთს.
ლიედსონი–პორტუგალიელთა მხსნელი
პორტუგალიელებს არ შეეძლოთ წაეკითხათ დანიელთა თამაში.მეტოქემ მათ საკუთარი თამაში მოახვია თავს.პორტუგალია აგრძელებდა ზეწოლას,მაგრამ დეკოს დარტყმული მცირე მანძილით ასცდა მეტოქის კარს.
მატჩის ბოლო წუთებზე კი ლიედსონმა მოახერხა და შეძლო ანგარიშის გათანაბრება.პორტუგალიის ნაკრები კი ნელ–ნელა შორდება სამხრეთ აფრიკას.
ვინც არაა კახაბერი,მე ვერ ვიტყვი კახაბერადო,უთქვამს ჩვენს დიდ წინაპარს,დავით გურამიშვილს ძველად,მაგრამ ამ სიტყვებს აქტუალურობა დღესაც არ დაუკარგავს.მართლაც ჩვენს ნაკრებს,ნაკრები როგორღა უნდა ვუწოდო?მერამდენე მარცხი და მერამდენე ტკივილი გულშემატკივრის გულში.მივა შემდეგში ფანი მოდეანზე?წაგებული მატჩის შემდეგ ეს კითხვა მაწუხებს და არამხოლოდ ეს.
მატჩს ალბათ ყველა ადევნებდით თვალს და არ შეგაწყენთ თავს მისი მოთხრობით,არც იმ პრობლემებზე საუბრით დაგღლით,რომელმაც შეიწირა და გადაიყოლა ქართული ფეხბურთი.ეს ყველამ კარგად ვიცით,მაგრამ საშველი მაინც არ ჩანს...
არ იყოო ეს წასაგები მატჩი,არ იყოო ეს ისეთი თამაში,რომელიც მალტასთან ან მონტენეგროსთან გვითამაშიაო,გამოვასწორეთო თითქოსო ეს ხომ იტალიააო,ბევრი ამბობდა,მაგრამ როდემდე, ხალხო, როდემდე? განა არ დადგა დრო ჩვენც გვეშველოს?
ჩამოვა იტალიის ეროვნული ნაკრები და სახლში ხან თავისი ფეხბურთელების წყალობით,ხანაც ჩვენი "მოთამაშეების" ვაჟკაცობის ხარჯზე კვლავ გამარჯვებული ბრუნდება.განა არ იტყვიან ეს კაი ადამიანები,რაღას გვაწვალებენ,პირდაპირ მოგება დაგვიწერონ და ყველა დავისვენებთო.
ძალიან გულნატკენი ვარ დღევანდელი თამაშით და დარწმუნებული გახლავართ იმაშიც,რომ ამ სტატიის უამრავი მკითხველიც გულმოკლული კითხულობს ნაწერს.ძნელია, ვინმეს დააბრალო წაგებული მატჩი,ვინმე გახადო განტევების ვაცი,მაგრამ ამ შემთხვევაში დამსწრე პუბლიკამ ერთხმად აირჩია კახაბერ კალაძე. არაა სწორი ის ფაქტი,რომ ერთი თამაშის გამო ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო,ყველა ადამიანები ვართ და ყველას მოგვდის შეცდომები,მაგრამ როდემდე,ხალხო,მალტასთან,მონტენეგროსთან,ბულგარეთთან,კვიპროსთან, იტალიასთან, საფრანგეთთან და სხვა კიდევ ჩვენს დამაქცევრებთან დამარცხება როდემდე უნდა ავიტანოთ.
არც გულშემატკივარი დარჩა ვალში ნაკრებს და ფედერაციას,საჩუქარი დაუტოვა მოედანზე ნაგვის ხროვებისა,ლანძღვა-გინებისა და დამტვრეული სკამების სახით.არც ამას მივესალმებით არავინ ჭკუათმყოფელი იმედი მაქვს,მაგრამ ძნელია გაბოროტებული და უკვე უამრავჯერ იმედგაცრუებული ხალხი რამეში დაადანაშაულო.ეს კადრებიც იმ ვანდალიზმს აღნიშნავს,რომლამდეც ამდენმა ტკივილმა და წართმეულმა ოცნებებმა მიიყვანა ხალხი.
ამ სურათის შემდეგ ჩვენი დანგრეული და გაუბედურბული ფეხბურთი გამახსენდა.
ბელარუსში წასვლამდე ეროვნული ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს
ხვალ, 3 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიშს გამართავს. ვარჯიში 12 საათზე სპორტის სასახლეში დაიწყება და ის 13 საათსა და 30 წუთიდან ჟურნალისტებისთვის ღია იქნება.
ალექსანდრ პაპკოვი: ქართველებს ფარქვეშ და პერიმეტრზე უნდა ვუფრთხილდეთ
როგორც ჩვენთვის, ასევე ბელარუსებისთვისაც უმნიშვნელოვანესია ხვალინდელი შეხვედრა. ერთ–ერთი ბელარუსული გაზეთის, "სპორტივნაია პანორამას" ინტერნეტ ვერსიაში ჩვენი ხვალინდელი მეტოქის მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ პაპკოვის ინტერვიუს წავაწყდით და ღა თქმა უნდა, გადმოვაქართულეთ.
- მიკროტრავმები გვაქვს, თუმცა ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრების წინაშე საბრძოლო შემადგენლობა გავიყვანოთ. კალათბურთელები ამბობენ, ასეთ მატჩზე კოჭლობითაც გავალთო. იმდენად მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის, რომ ყოველგვარი ტრავმა მეორე პლანზე იწევს და გავიწყდება. გვჯერა საკუთარი შესაძლებლობებისა და წარმატებისა. - ჩვენი ინფორმაციით გუნდი დატოვა ნიკიტა მეშერაკოვმა... - ნიკიტა მართლაც წავიდა, თუმცა უთანხმოება არ ყოფილა. იგი ჩვენი გუნდის მომავალია. - ჩერნოგორიასთან შეხევდრას საქართველოსთან დაპირისპირება გვერჩივნა... - რა თქმა უნდა. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე ჩერნოგორიელთა ძლევაც შეგვეძლო, ოვერტაიმში წავაგეთ. არავისი გვეშინია. ყველა მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ. საქართველოს ნაკრებიც სერიოზული ძალაა. ამ გუნდის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ვფლობ. მართალია, ქართველთა ნაკრებში მატჩების სიმძიმე ძირითადად ხუთ კალათბურთელზე გადადის, მაგრამ საერთო სიძლიერით ჩვენზე უკეთესი გუნდია. ...და რამდენ კალათბურთელს უდრის ზაზა ფაჩულია. ძალიან გაგვიჭირდება. - ქართულ კალათბურთს როგორ დაახასიათებდით? - ემოცია! გასვლით მატჩებში მათი ემოციურობა ნაკლებად ჩანს, სამაგიეროდ, შინ ტყავიდან ძვრებიან. ტემპერამენტიანი პუბლიკა კალათბურთელებზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან დარბაზში საშუალოდ 7-8 ათასი გულშეამტკივარი იკრიბება. თამაშისას იმაზე დიდი ხმაურია, რაც თვითმფრინავის აფრენისას. - რადგან მატჩის სიმძიმე 5 ქართველზე გადადის, უნდა ვივარაუდოთ, რომ შეხვედრის ბოლოს დაიღლებიან... - შეიძლება. თუმცა, ქართველები მეტად მოძრავები და ღონიერები არიან. ფარქვეშ თამაშისას ჩვენი მეტოქეები დივიზიონში საუკეთესონი არიან. მათ 8 მატჩში 340 მოხსნა აქვთ. ქართველებს ძალიან უყვართ სამწამიან ზონაში შემჭიდროვება, საიდანაც პერიმეტრზე ზუსტი პასი კეთდება. შორეული ტყორცნების შემსრულებლები ქართველებს უხვად ჰყავთ. ისინი სამქულიანების 41.9 პროცენტს იყენებენ. ჩვენი მთავარი ამოცანა პერიმეტრის დაცვა, ფარქვეშიდან მეტოქის მაღლების ამოყვანა და სამქულიანების ზუსტი ტყორცნა იქნება. ეს ჩერნოგორიასთან კარგად გამოგვივიდა... - პირველი მატჩის შინ გამართვა კარგია თუ ცუდი? - ძნელი სათქმელია. თუმცა, ჩემი შეგირდები, რატომღაც გასვლით შეხვედრებს უფრო კარგად ატარებენ. შეიძლება ერთგვარ წნეხს შინაური კედლები ქმნის... უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ისე აზარტულად არ გვქომაგობენ, როგორც საქართველოს