Мой сайт
 
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 06
                               -უსახელო დღიური
ეს ერთი ჩვეულებრივი ამბავი არაა და არც ძალიან განსაკუთრებული. უბრალოდ ესეთი რაღაცეები არ ხდება ხშირად. ხო და ამ ეპიზოდის გმირიც მე ვარ. რა გითხრათ ჩემზე? ერთი თბილისელი ბიჭი ვარ, რომელიც თავის სამყაროში ცხოვრობს და მიჰყვება გზას რომელსაც ბუნდოვნად ხედავს.
ჩემი ცხოვრება მოულოდნელობებით არ ყოფილა სავსე. უბრალოდ სამი ძმანი ვიყავით. მე ყველაზე პატარა, გიო საშუალო და ლეო კი ყველაზე დიდი. ვცხოვრობდით მარტო, დედასთან ერთად. მამაჩემზე არაფერი არ ვიცოდი ვინ იყო და სად ცხოვრობდა. სურათიც კი არ გვქონდა მისი, რომ გვცოდნოდა როგორი იყო, სადმე რომ შემხვედროდა რომ მეცნო. ლეო არც ლაპარაკობდა მამაზე, გიოს კი ძულდა.

ეს ერთი ჩვეულებრივი ამბავი არაა და არც ძალიან განსაკუთრებული. უბრალოდ ესეთი რაღაცეები არ ხდება ხშირად. ხო და ამ ეპიზოდის გმირიც მე ვარ. რა გითხრათ ჩემზე? ერთი თბილისელი ბიჭი ვარ, რომელიც თავის სამყაროში ცხოვრობს და მიჰყვება გზას რომელსაც ბუნდოვნად ხედავს.
ჩემი ცხოვრება მოულოდნელობებით არ ყოფილა სავსე. უბ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 45186 | დაამატა: maqsimus | თარიღი: 06.09.2009 | კომენტარი (14)

                                               დეკორაცია იცვლებოდა 
შუქი ქრებოდა..... 
დადგმული დრამის 
დრამატული წუთი დგებოდა... 
მთავარი გმირი სიყვარულის 
გამო კვდებოდა........ 
დარბაზში ტაში გრიალებდა აღარ წყდებოდა...... 
და ყველა გმირის წამოდგომას ელოდებოდა, 
მაყურებელი ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა რომ...... 
ცხოვრებაში ბოლო როლი თამაშდებოდა.... 
და რომ სცენაზე მსახიობი.. 
მართლა კვდებოდა

ნანახია: 1375 | დაამატა: maqsimus | თარიღი: 06.09.2009 | კომენტარი (0)

                       გარდაცვალება – საუბარია 
მტვერის და სულის, მაგრამ ქადილით. 
„განქარდი“ ამბობს სიკვდილი, სული 
მიუგებს- „მე მაქვს სულ სხვა წადილი“. 

სიკვდილს აეჭვებს– იმოწმებს მიწას, 
მტკიცე არგუმენტს. სული კი ამ დროს– 
არ სურს თითქოსდა კამათი დიდხანს– 
გაიხდის თიხით შეკერილ პალტოს . 


976 


  Death is a Dialogue between 
  The Spirit and the Dust. 
  \"Dissolve\" says Death -- The Spirit \"Sir 
  I have another Trust\" -- 

  Death doubts it -- Argues from the Ground -- 
  The Spirit turns away 
  Just laying off for evidence, 
  An Overcoat of Clay. 



1212 

სიტყვები კვდებიან 
წარმოთქმის შემდეგ, 
ვიღაცას უთქვამს. 
მე კი მგონია 
სწორედ მას შემდეგ 
იძენენ სუნთქვას 

  1864 

1212 

  A word is dead 
  When it is said, 
  Some say. 
  I say it just 
  Begins to live 
  That day. ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 2530 | დაამატა: maqsimus | თარიღი: 06.09.2009 | კომენტარი (3)

                        ჩვენ ისევ ვცხოვრობთ. 
ისევ ვკითხულობთ ანდა ვწერთ ლექსებს. 
ვათვალიერებთ ლამაზმანებს, 
ილუსტრირებულ ჟურნალების ყდებიდან რომ 
უღიმიან ქვეყნიერებას. 
ფიქრებში განვსჯით ჩვენს მეგობრებს, 
როცა გაივლის მთელ ქალაქს და უკან გვაბრუნებს 
მოძაგძაგე და გათოშილი, ცივი ტრამვაი. 
ჩვენ ისევ ვცხოვრობთ. 

ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ ხეებს, 
რომლებიც 
გაშიშვლებული შავი ხელებით 
ცის უსაშველო ტვირთს იკავებენ, 
ან იმტვრევიან ზეცის სიმძიმით, 
ღამ-ღამობით რომ მიწას გვაგონებს. 
ჩვენ ვხედავთ ხეებს, 
მიწაზე გართხმულთ. 
ჩვენ ისევ ვცხოვრობთ. 
ჩვენ, რომლებთანაც ძალზე დიდხანს საუბრობდი 
თანამედროვე ფერწერაზე, 
ანდა ვისთანაც კათხა ლუდს სვამდი 
ნევის პროსპექტის 
კუთხეში მდგარი, – 
იშვიათად გიხსენებთ ახლა. 
და თუ გიხსენებთ, 
ჩვენი თავი გვებრალება იმავე წუთში, 
გვებრალება საკუთარი მოხრილი ზურგი, 
საკუთარი გული, რომელიც ძველებურად აღარ მუშაობს, 
საზიზღრად ფეთქავს და მკერდიდან 
თითქოს ამოხ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1075 | დაამატა: maqsimus | თარიღი: 06.09.2009 | კომენტარი (0)

                                                                                 ღმერთს არ უყვარს ბოროტი ადამიანები და ივიწყებს მათ არსებობას. ამიტომაც ცოცხლობენ უსასრულოდ დიდხანს - ერიხ მარია რემარკი,,ნასესხები სიცოცხლე” გამოქვეყნდა 1959 წელს. ეს რომანი იმით გამოირჩევა მწერლის სხვა ნაწარმოებებისაგან, რომ მასში ავტორი არ ეხება პოლიტიკას და მისი ყურადღება კონცენტრირებულია მთავარი გმირების ფსიქოლოგიაზე. 
ამ რომანის საფუძველზე სიდნეი პოლაკმა გადაიღო ფილმი, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა ალ პაჩინომ. საერთოდ რემარკის ნაწარმოებები ცხრამეტჯერაა ეკრანიზებული. 
ერიხ მარია რემარკს დიდი პოპულარობა მოუტანა პირველივე რომანმა ,,დასავლეთის ფრონტი უცვლელია”. ეს რომანი 1929 წელს გამოიცა და არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. უმრავლესობა მიიჩნევდა რომ რემარკმა სრული სიმართლე თქვა ომის საშინელებაზე, ხოლო იმ დროს უკვე მომძლავრებული ნაციონალ-სოციალისტები და მათი მომხრეები პირიქით - მიიჩნევდნენ, რომ ამ რომანით რემარკმა უღალატა გერმანიას და მის მეომრებს. რომანი ითარ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 2769 | დაამატა: maqsimus | თარიღი: 06.09.2009 | კომენტარი (1)

შაბათი, 28.06.2025, 14:02
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 68
საიტის მეგობრები
//www.clubbing-paata.ucoz.net/
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2025
Make a free website with uCoz